არისტოტელე ამბობდა: ”ვინც წარმატებას აღწევს მეცნიერებაში, მაგრამ ჩამორჩენილია ზნეობრივად, ის უკან მიდის და არა წინ”. ვფიქრობ, ეჭვშეუტანელი ჭეშმარიტებაა, რადგან ადამიანი ჯერ ადამიანობით ფასობს და მერე - წარმატებული კარიერით.
სასწავლო რესურსები
Tuesday, 12 December 2017
Monday, 11 December 2017
ცნობილ მხატვართა ,,ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები.
https://drive.google.com/open?id=1X4M9yL0jejRI78bnmy-haF25FxIiiglm
ეს სასწავლო რესურსი,ვფიქრობ კარგია, როგორც ქართულში,ასევე ინტეგრირებულ გაკვეთილზე ქართულსა და ხელოვნებაში. მოსწავლეებისთვის საინტერესო თვალსაჩინო მასალაა ერთად თავმოყრილი,რომელიც გაუღვივებთ ინტერესს ,,ვეფხისტყაოსნის'' შესწავლისას,აგრეთვე უკეთ გააცნობს იმ მხატვრებსა და მათ მიერ შესრულებულ ილუსტრაციებს ,,ვეფხისტყაოსანზე",რომელთაც ასე უხვად წარუდგინეს,არა მხოლოდ საქართველოს,არამედ სრულიად მსოფლიოს საკუთარი ნამუშევრები.
ეს სასწავლო რესურსი,ვფიქრობ კარგია, როგორც ქართულში,ასევე ინტეგრირებულ გაკვეთილზე ქართულსა და ხელოვნებაში. მოსწავლეებისთვის საინტერესო თვალსაჩინო მასალაა ერთად თავმოყრილი,რომელიც გაუღვივებთ ინტერესს ,,ვეფხისტყაოსნის'' შესწავლისას,აგრეთვე უკეთ გააცნობს იმ მხატვრებსა და მათ მიერ შესრულებულ ილუსტრაციებს ,,ვეფხისტყაოსანზე",რომელთაც ასე უხვად წარუდგინეს,არა მხოლოდ საქართველოს,არამედ სრულიად მსოფლიოს საკუთარი ნამუშევრები.
Tuesday, 21 November 2017
ქსელური სასწავლო პროექტი -,,გამოცანები მშობლიურ ქალაქზე,სოფელზე, კუთხეზე".
საინტერესო შემოთავაზება აღმოჩნდა ჩემი და ჩემი მოსწავლეებისთვის საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის გენერალური დირექტორის,რუსუდან გონაშვილის მიერ გამოცხადებული რიგით მეორე ქსელური პროექტი - ,,გამოცანები მშობლიურ ქალაქზე,სოფელზე,კუთხეზე",რისთვისაც დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდანს!
პროექტის მიზნები ძალიან კარგად და ნათლადაა ჩამოყალიბებული,ამიტომ შეუძლებელია არ დაეთანხმო და არ მიჰყვე ფეხდაფეხ. ჩემი,როგორც მასწავლებლის ინტერესიც ბუნებრივი აღმოჩნდა,მით უფრო, რომ ჩვენი ძირძველი კუთხის,სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების,ქალაქების,სოფლებ
ის რაიონების სახელწოდებების,მათი ეტიმოლოგიის შესახებ ინფორმაციის მოძიება,აღმოჩენა,კვლევა-გამოგონება გამოცანებისა და მისი სახეობების(ანაგრამა,შარადა,რებუსი,კროსვორდი) თვალსაზრისით.
მოსწავლეებს ამ პროექტში მონაწილეობისას შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობები,რომლის დროსაც ისინი შეიძენენ გამოცანის შესახებ ცოდნას .გაეცნობიან მის სახეებს (რებუსი,შარადა,ანაგრამა,კროსვორდი,სკანვორდი) მოაწყობენ ვიქტორინას. გამოცანის ამა თუ იმ სახის ძირითად მახასიათებლებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბებენ საკუთარ ,,უნივერსალურ" განსაზღვრებას. საკუთარ კუთხეზე გამოცანების შედგენისას მოსწავლეები გამოავლენენ შემოქმედებით უნარებს,გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი კუთხის ისტორია-წარმომავლობაზე,ღირშესანიშნაობებზე. შეეცებიან ინტერვიუირების შედეგად უფროსი თაობის ხალხთან გასაუბრებას და ხალხში გაბნეული ,,მარგალიტების" შეგროვება-ჩაწერას.
მსგავსი აქტივობებით ჩვენს მომავალ თაობებს გამოუმუშავდებათ სწორედ ის უნარები,რომელიც 21-ე საუკუნესთან ,,ჭიდილში" გამოადგებათ.
წარმატებები მინდა ვუსურვო,როგორც პროექტის დამფუძნებელს,ასევე ჩემს მოსწავლეებსა და პროექტის ყველა მონაწილეს!
Subscribe to:
Posts (Atom)