სასწავლო რესურსები

Tuesday 20 February 2018

,,პოეზიის მოყვარულთა" წრე

  წრის დასახელება:    ,,პოეზიის მოყვარულები“ 
  მოკლე დახასიათება: ,,პოეზიის მოყვარულთა“ წრის ჩამოყალიბების სურვილი დიდი ხნის წინ გამიჩნდა.ეს ყოველივე განაპირობა  ისეთ მოსწავლეთა აქტიურობამ, რომლებიც ცდილობდნენ თავად შეექმნათ ლექსები,ჩანახატები (შეძლებისდაგვარად). ბავშვები წერდნენ,კითხულობდნენ,ერთმანეთს უზიარებდნენ ვიწრო წრეში,რამდენიმემ გაბედა ჩემთვისაც გაეცნო საკუთარი ,,შემოქმედება“ და წრის ჩამოყალიბების იდეაც აქ გაჩნდა. ჩავთვალე საჭიროდ,რომ აუცილებელი იყო პოეზიის მოყვარულებს საერთო ეპოვათ  ერთმანეთში და შედარებით ფართო  ჯგუფებში გამოეხატათ საკუთარი გულისწადილი,ლექსებში,ჩანახატებში გადმოცემული აზრები გაეზიარებინათ მასწავლებლებისთვის, გარეშე დაინტერესებული პირებისთვის. ამიტომ, მათთან შეთანხმებით ჩამოვაყალიბეთ წლების წინ  წრე -,,ჩვენ გვიყვარს პოეზია“, დავბეჭდეთ სახელმძღვანეო,სადაც შევიტანეთ მათი ლექსები თუ ჩანახატები,გავაფორმეთ ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით, მივეცით საკმაოდ სერიოზული სახე და  ბიბლიოთეკაში მოვათავსეთ თვალსაჩინო ადგილზე. ამ საქმიანობამ სათავე დაუდო  და წამოწყებულის გაგრძელება ვცადე მომავალ თაობასთან. ამ ჯგუფის მიზანიც წინარეს გაგრძელებაა.ვგეგმავთ სტუმრად მოვიწვიოთ სკმაოდ ნიჭიერი და ამავდროს შშმ პიროვნება,რომელიც რამდენიმე წლით უფროსია ჯგუფის წევრებზე და მასთან ერთად ჩავატართ პოეზიის საღამო, წავიკითხოთ როგორც საკუთარი,ასევე მათთვის საყვარელი პოეტებისა თუ მწერლების შემოქმედება. ბოლოს კი შევქმნათ მორიგი კრებული,რომელსიც იქნება პირველი ბროშურის გაგრძელება სხვა ფორმატით..
       სურვილი მაქვს ამ წრის ფუნქციონირება იყოს განუწყვეტელი და სკოლას პოეზიის მოყვარულთა  სახით მუდმივად ჰყავდეს ჯგუფი,რომელიც მსგავსი საქმიანობით იქნება დაკავებული,რაც საწინდარი იქნება მომავალი თაობის  სწორად განათლება-განვითრებისათვის და მათ ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის.

                        ,,პოეზიის მოყვარულთა“  საწრეო მუშაობის ამსახველი გეგმა:
შეხვედრები მიმდინარეობს კვირაში ერთხელ, ერთი საათით.
წრის ხელმძღვანელი-  დიანა  ბერიძე.                                                                                                                                                                                                                          2018 წელი.
N
                აქტივობები
                                    სავარაუდო დრო
შენიშვნები
1.
,,პოეზიის მოყვარულთა“  წრეში გაწევრიანების მსურველთა შერჩევა-შეკრება.
               იანვარი(20-31)

2.
,,პოეზიის მოყვარულთა“ მიერ საკუთარი ნამუშევრების შეგროვება და თავმოყრა.
              თებერვალი(1-9)

3.
,,პოეზიის მოყვარულთა“ პირველი შეხვედრა და საკუთარი ნამუშევრების წაკითხვა-გაცნობა.
             თებერვალი ( 12-16)

4.
,,პოეზიის მოყვარულთა“ მორიგი შეხვედრა და საკუთარი ნამუშევრების განხილვა.
                                 თებერვალი(19-23)

5.
,,პოეზიის მოყვარულთა“  შეხვედრა და  ლექსის რითმებზე,რიტმზე მსჯელობა,განხილვა,გაანალიზება.
                         თებერვალი(26-28)

6.
,,პოეზიის მოყვარულთა“ მომდევნო შეხვედრა და სასურველი,საყვარელი პოეტების შემოქმედებიდან ლექსების,მინიატურების მხატვრული კითხვა და რითმებზე დაკვირვება.
           მარტი (13-16)

7.

8.

საკუთარი და საყვარელი მწერლების,პოეტების ტექსტების ჯგუფში მხატვრული კითხვა.

გამოჩენილ მწერალთა და პოეტთა,მსახიობთა მიერ წაკითხული ჩანაწერების მოსმენა და ანალიზი.
           მარტი(19-23)

      მარტი(27-30)

9.
პრეზენტაცია-
საპატიო სტუმრის მოპატიჟება და პოეზიის საღამოს გამართვა ბიბლიოთეკის დარბაზში.(სტუმარი და მასპინძლები წაიკითხავენ საკუთარ,თუ საყვარელი მწერილისა და პოეტის შემოქმედებიდან ლექსებს,ამონარიდებს,რაც გაალამაზებს ერთ ჩვეულებრივ დღეს.

      აპრილის ბოლო კვირაში

10.
ეტაპობრივად შევაგროვებთ საუკეთესო ნამუშევრებს და ავკინძავთ ერთ ,,უბის წიგნაკად“,რომელიც მომდევნო ნაბიჯი იქნება ჩვენი პირველი ნაბიჯებისა,რომელსაც ვუწოდეთ, ,,ჩვენ გვიყვარს პოეზია“

მთელი სემესტრის განმავლობაში

ტესტები მეცხრე კლასში

                                                    ქართული ენა და ლიტერატურა
                                                      შემაჯამებელი წერა N 3

კლასი: IX
სახელი და გვარი: ............................................................
მასწავლებელი:  დ.ბერიძე
თარიღი: 30.11.2017 წელი.
1.რომელი ცნობილი ფილოსოფოსის თვალსაზრისია გადმოცემული ,,ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტში ,,ანდერძი“? ( დაასახელეთ ეს ტაეპი)
...............................................................................................................................................................
...............................................................................................................................................................
2.განმარტეთ სიტყვები ,,მხმეჭელსა“ და ,,მეჭველსა“ ტექსტში:
,,რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა,შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!“
.................................................................................................................................................................
3.გადმოეცით თქვენი სიტყვებით ვაჟა-ფშაველას ლექსის ,,ჩემი ვედრება“ ტაეპი:
,,შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი“
...................................................................................................................................................................
....................................................................................................................................................................
4. როდის გრძნობს ვაჟა-ფშაველა თავს  ბედნიერად? (გაიხსენეთ ლექსის(,,ჩემი ვედრება“) შინაარსი და უპასუხეთ კითხვას)
ა) როცა წუხს;                                                    ბ) როცა უხარია;   
  გ)როცა სამყაროში ცხოვრობს;                     დ) როცა სამყაროს გარეშე ცხოვრობს.
5.გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის მოთხრობა ,,სარჩობელაზედ“ და უპასუხეთ კითხვას,თუ რამ დააეჭვა პეტრე ჩამოხრჩობის სცენის ნამდვილობაში?
ა) ადგილზე ქალების სიმრავლემ;                        ბ) სიცოცხლის ფასის გააზრებამ;
გ)შიშმა(საქმე საქმეზე რომ მიდგა,მიხვდა,რომ ერჩია,ყველაფერი მოგონილი ყოფილიყო);
დ)ბევრმა არაფერმა,ეჭვმა წამით გაუელვა.
6. თქვენი აზრით,ვის მიმართავს მოთხრობით ,,სარჩობელაზედ“ ილია ჭავჭავაძე - მომავალ(პოტენციურ) დამნაშავეებს თუ საზოგადოებას? დააზუსტეთ პასუხი ნაწარმოების მთავარი სათქმელის მოშველიებით.
..........................................................................................................................................................................
..........................................................................................................................................................................
7. რომელი სერიისა და მწკრივის ფორმაა ,,დაცურავდნენ“?
..........................................................................................................................................................................
8. დააკონკრეტეთ, როგორია აგებულებით ეს წინადადება - ,, ღამდებოდა,მაგრამ საიდანღაც ახალი,უცნაური შუქი მოსდგომოდა საქართველოს მთების ზურგს“
..........................................................................................................................................................................
9. როგორი უნდა იყოს კაი ყმის დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ (ავტორის მეტაფორული წარმოდგენით) ვაჟა-ფშაველას ,,კაი ყმის“,მიხედვით?
ა) მას ის თამაშად და მღერად მიაჩნდეს;             ბ) მა მისი (თუ ნაძრახი არ არის) არ ეშინოდეს;
გ) მას მტრისთვის სუდარები აკერვინოს;            დ) ის მას თავზარს სცემდეს.
10. კაცთა მოდგმის რომელ მანკიერებას ამხელს პოეტი ლექსში ,,კაი ყმა“ ?
..........................................................................................................................................................................
11. რისი სიმბოლოა  თევზის ,,შთასხმა“ ამერთა (აღმოსავლეთ  საქართველოს) წყლებიდან იმერთა (დასავლეთ საქართველოს) წყლებში?
.........................................................................................................................................................................
12.  დააკვირდით შოთა ნიშნიანიძის ლექსის  ,,ცოტნე დადიანი“ტაეპს   და პერიფრაზის საშუალებით გადმოეცით შინაარსი - ,,ისევ ისმის თქარუნი და ჭიხვინი რაშის,
                                                                    ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს.
                                                                    მოჭენაობს,მოგელავს თოხარიკით... ჩორთით...
                                                                    ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი...
                                                                    ამ ყიჟინით,ამ სულით,ამ მარადი ლტოლვით
                                                                   ისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი,
                                                                    ისევ ფეთქავს,ისევ სცემს,ლეგენდებად თქმული,
                                                                    პატარა საქართველოს რაინდული გული... “
..............................................................................................................................................................

13. გიორგი შატბერაშვილის მოთხრობის ,,საუკუნო საგზალი“ მიხედვით რას ადარებს გიგა ყიფშიძე ცენზორის მიერ აჭრელებულ ანაბეჭდებს?
ა)  გამეჩხერებულ ვენახს;                             ბ) დასეტყვილ ყანას;
გ) ტოტებშემხმარ ვენახს;                              დ) სარეველამოდებულ ყანას.
14. ჩამოთვალეთ  გიორგი შატბერაშვილის მოთხრობის ,,საუკუნო საგზალი“ მოქმედი გმირების გვარ-სახელები.
.........................................................................................................................................................................
.........................................................................................................................................................................
15. გაიხსენეთ გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ იმპერატორისადმი მიმართული სიტყვები  და  გამოკვეთეთ ეპისკოპოსის პიროვნული თვისებები.
..................................................................................................................................................................

16. სად დაგმო გაბრიელ ეპისკოპოსმა  ქუთაისის გიმნაზიიდან ას ოცი მოსწავლის გარიცხვის ფაქტი?
ა) ,,სობოროში“ წირვისას;               ბ) თავადაზნაურთა საკრებულოს სხდომაზე სტუმრობისას;
გ) გიმნაზიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ქადაგებისას;       დ) პრესაში.
17.რეზო თაბუკაშვილის კინომოთხრობის ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“  მიხედვით  რა ეთაკილებოდა სამშობლოში წამოსასვლელად გამზადებულ მოხუც მეცნიერს?
........................................................................................................................................................................
........................................................................................................................................................................
18. რატომ გაიტანეს საგანძური პარიზიდან ვერსალში?
 ა) მარადიორებს რომ არ გაეტაცებინათ;   ბ) გერმანიის სახელმწიფოს რომ არ მიეთვისებინა;                                           გ) საბჭოთა მთავრობას რომ არ მოეთხოვა;       დ) ოკუპირებული ქალაქისთვის რომ გაერიდებინათ.
19.დასვით შესაბამისი სასვენი ნიშნები ტექსტში: ,,  სამწუხაროდ დღეს თანამედროვე ადამიანს დატვირთული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე დარღვეული აქვს კვების ნორმალური და სრულფასოვანი რეჟიმი  ამის გამო ხშირად უწევს ისეთი საკვების მიღება როგორიცაა ბუტერბროდი ჰამბურგერი და ა შ   ასე რომ უნდა გახსოვდეთ  დროის დეფიციტის გამო სწრაფად ჭამა მით უფრო ფეხზე დგომით  ძალიან მავნებელია ორგანიზმისთვის. დამეთანხმებით  სწრაფად ჭამა  აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.“
20. ამოწერეთ მოცეული ტექსტიდან ჩართული სიტყვები და გამოთქმები.
.........................................................................................................................................................................
.........................................................................................................................................................................

Monday 11 December 2017

ცნობილ მხატვართა ,,ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები.

https://drive.google.com/open?id=1X4M9yL0jejRI78bnmy-haF25FxIiiglm

ეს სასწავლო რესურსი,ვფიქრობ კარგია, როგორც ქართულში,ასევე ინტეგრირებულ გაკვეთილზე ქართულსა და ხელოვნებაში. მოსწავლეებისთვის საინტერესო თვალსაჩინო მასალაა ერთად თავმოყრილი,რომელიც გაუღვივებთ ინტერესს ,,ვეფხისტყაოსნის'' შესწავლისას,აგრეთვე უკეთ გააცნობს იმ მხატვრებსა და მათ მიერ შესრულებულ ილუსტრაციებს ,,ვეფხისტყაოსანზე",რომელთაც ასე უხვად წარუდგინეს,არა მხოლოდ საქართველოს,არამედ სრულიად მსოფლიოს საკუთარი ნამუშევრები.

გაზიარება