სასწავლო რესურსები

Tuesday, 20 February 2018

ტესტები მეცხრე კლასში

                                                    ქართული ენა და ლიტერატურა
                                                      შემაჯამებელი წერა N 3

კლასი: IX
სახელი და გვარი: ............................................................
მასწავლებელი:  დ.ბერიძე
თარიღი: 30.11.2017 წელი.
1.რომელი ცნობილი ფილოსოფოსის თვალსაზრისია გადმოცემული ,,ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტში ,,ანდერძი“? ( დაასახელეთ ეს ტაეპი)
...............................................................................................................................................................
...............................................................................................................................................................
2.განმარტეთ სიტყვები ,,მხმეჭელსა“ და ,,მეჭველსა“ ტექსტში:
,,რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა,შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!“
.................................................................................................................................................................
3.გადმოეცით თქვენი სიტყვებით ვაჟა-ფშაველას ლექსის ,,ჩემი ვედრება“ ტაეპი:
,,შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი“
...................................................................................................................................................................
....................................................................................................................................................................
4. როდის გრძნობს ვაჟა-ფშაველა თავს  ბედნიერად? (გაიხსენეთ ლექსის(,,ჩემი ვედრება“) შინაარსი და უპასუხეთ კითხვას)
ა) როცა წუხს;                                                    ბ) როცა უხარია;   
  გ)როცა სამყაროში ცხოვრობს;                     დ) როცა სამყაროს გარეშე ცხოვრობს.
5.გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის მოთხრობა ,,სარჩობელაზედ“ და უპასუხეთ კითხვას,თუ რამ დააეჭვა პეტრე ჩამოხრჩობის სცენის ნამდვილობაში?
ა) ადგილზე ქალების სიმრავლემ;                        ბ) სიცოცხლის ფასის გააზრებამ;
გ)შიშმა(საქმე საქმეზე რომ მიდგა,მიხვდა,რომ ერჩია,ყველაფერი მოგონილი ყოფილიყო);
დ)ბევრმა არაფერმა,ეჭვმა წამით გაუელვა.
6. თქვენი აზრით,ვის მიმართავს მოთხრობით ,,სარჩობელაზედ“ ილია ჭავჭავაძე - მომავალ(პოტენციურ) დამნაშავეებს თუ საზოგადოებას? დააზუსტეთ პასუხი ნაწარმოების მთავარი სათქმელის მოშველიებით.
..........................................................................................................................................................................
..........................................................................................................................................................................
7. რომელი სერიისა და მწკრივის ფორმაა ,,დაცურავდნენ“?
..........................................................................................................................................................................
8. დააკონკრეტეთ, როგორია აგებულებით ეს წინადადება - ,, ღამდებოდა,მაგრამ საიდანღაც ახალი,უცნაური შუქი მოსდგომოდა საქართველოს მთების ზურგს“
..........................................................................................................................................................................
9. როგორი უნდა იყოს კაი ყმის დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ (ავტორის მეტაფორული წარმოდგენით) ვაჟა-ფშაველას ,,კაი ყმის“,მიხედვით?
ა) მას ის თამაშად და მღერად მიაჩნდეს;             ბ) მა მისი (თუ ნაძრახი არ არის) არ ეშინოდეს;
გ) მას მტრისთვის სუდარები აკერვინოს;            დ) ის მას თავზარს სცემდეს.
10. კაცთა მოდგმის რომელ მანკიერებას ამხელს პოეტი ლექსში ,,კაი ყმა“ ?
..........................................................................................................................................................................
11. რისი სიმბოლოა  თევზის ,,შთასხმა“ ამერთა (აღმოსავლეთ  საქართველოს) წყლებიდან იმერთა (დასავლეთ საქართველოს) წყლებში?
.........................................................................................................................................................................
12.  დააკვირდით შოთა ნიშნიანიძის ლექსის  ,,ცოტნე დადიანი“ტაეპს   და პერიფრაზის საშუალებით გადმოეცით შინაარსი - ,,ისევ ისმის თქარუნი და ჭიხვინი რაშის,
                                                                    ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს.
                                                                    მოჭენაობს,მოგელავს თოხარიკით... ჩორთით...
                                                                    ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი...
                                                                    ამ ყიჟინით,ამ სულით,ამ მარადი ლტოლვით
                                                                   ისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი,
                                                                    ისევ ფეთქავს,ისევ სცემს,ლეგენდებად თქმული,
                                                                    პატარა საქართველოს რაინდული გული... “
..............................................................................................................................................................

13. გიორგი შატბერაშვილის მოთხრობის ,,საუკუნო საგზალი“ მიხედვით რას ადარებს გიგა ყიფშიძე ცენზორის მიერ აჭრელებულ ანაბეჭდებს?
ა)  გამეჩხერებულ ვენახს;                             ბ) დასეტყვილ ყანას;
გ) ტოტებშემხმარ ვენახს;                              დ) სარეველამოდებულ ყანას.
14. ჩამოთვალეთ  გიორგი შატბერაშვილის მოთხრობის ,,საუკუნო საგზალი“ მოქმედი გმირების გვარ-სახელები.
.........................................................................................................................................................................
.........................................................................................................................................................................
15. გაიხსენეთ გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ იმპერატორისადმი მიმართული სიტყვები  და  გამოკვეთეთ ეპისკოპოსის პიროვნული თვისებები.
..................................................................................................................................................................

16. სად დაგმო გაბრიელ ეპისკოპოსმა  ქუთაისის გიმნაზიიდან ას ოცი მოსწავლის გარიცხვის ფაქტი?
ა) ,,სობოროში“ წირვისას;               ბ) თავადაზნაურთა საკრებულოს სხდომაზე სტუმრობისას;
გ) გიმნაზიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ქადაგებისას;       დ) პრესაში.
17.რეზო თაბუკაშვილის კინომოთხრობის ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“  მიხედვით  რა ეთაკილებოდა სამშობლოში წამოსასვლელად გამზადებულ მოხუც მეცნიერს?
........................................................................................................................................................................
........................................................................................................................................................................
18. რატომ გაიტანეს საგანძური პარიზიდან ვერსალში?
 ა) მარადიორებს რომ არ გაეტაცებინათ;   ბ) გერმანიის სახელმწიფოს რომ არ მიეთვისებინა;                                           გ) საბჭოთა მთავრობას რომ არ მოეთხოვა;       დ) ოკუპირებული ქალაქისთვის რომ გაერიდებინათ.
19.დასვით შესაბამისი სასვენი ნიშნები ტექსტში: ,,  სამწუხაროდ დღეს თანამედროვე ადამიანს დატვირთული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე დარღვეული აქვს კვების ნორმალური და სრულფასოვანი რეჟიმი  ამის გამო ხშირად უწევს ისეთი საკვების მიღება როგორიცაა ბუტერბროდი ჰამბურგერი და ა შ   ასე რომ უნდა გახსოვდეთ  დროის დეფიციტის გამო სწრაფად ჭამა მით უფრო ფეხზე დგომით  ძალიან მავნებელია ორგანიზმისთვის. დამეთანხმებით  სწრაფად ჭამა  აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.“
20. ამოწერეთ მოცეული ტექსტიდან ჩართული სიტყვები და გამოთქმები.
.........................................................................................................................................................................
.........................................................................................................................................................................

No comments:

Post a Comment

გაზიარება