წრის დასახელება: ,,პოეზიის მოყვარულები“
მოკლე დახასიათება: ,,პოეზიის მოყვარულთა“ წრის ჩამოყალიბების
სურვილი დიდი ხნის წინ გამიჩნდა.ეს ყოველივე განაპირობა ისეთ მოსწავლეთა აქტიურობამ, რომლებიც ცდილობდნენ
თავად შეექმნათ ლექსები,ჩანახატები (შეძლებისდაგვარად). ბავშვები წერდნენ,კითხულობდნენ,ერთმანეთს
უზიარებდნენ ვიწრო წრეში,რამდენიმემ გაბედა ჩემთვისაც გაეცნო საკუთარი ,,შემოქმედება“
და წრის ჩამოყალიბების იდეაც აქ გაჩნდა. ჩავთვალე საჭიროდ,რომ აუცილებელი იყო პოეზიის
მოყვარულებს საერთო ეპოვათ ერთმანეთში და შედარებით
ფართო ჯგუფებში გამოეხატათ საკუთარი გულისწადილი,ლექსებში,ჩანახატებში
გადმოცემული აზრები გაეზიარებინათ მასწავლებლებისთვის, გარეშე დაინტერესებული პირებისთვის.
ამიტომ, მათთან შეთანხმებით ჩამოვაყალიბეთ წლების წინ წრე -,,ჩვენ გვიყვარს პოეზია“, დავბეჭდეთ სახელმძღვანეო,სადაც
შევიტანეთ მათი ლექსები თუ ჩანახატები,გავაფორმეთ ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით,
მივეცით საკმაოდ სერიოზული სახე და ბიბლიოთეკაში
მოვათავსეთ თვალსაჩინო ადგილზე. ამ საქმიანობამ სათავე დაუდო და წამოწყებულის გაგრძელება ვცადე მომავალ თაობასთან.
ამ ჯგუფის მიზანიც წინარეს გაგრძელებაა.ვგეგმავთ სტუმრად მოვიწვიოთ სკმაოდ ნიჭიერი
და ამავდროს შშმ პიროვნება,რომელიც რამდენიმე წლით უფროსია ჯგუფის წევრებზე და მასთან
ერთად ჩავატართ პოეზიის საღამო, წავიკითხოთ როგორც საკუთარი,ასევე მათთვის საყვარელი
პოეტებისა თუ მწერლების შემოქმედება. ბოლოს კი შევქმნათ მორიგი კრებული,რომელსიც იქნება
პირველი ბროშურის გაგრძელება სხვა ფორმატით..
სურვილი მაქვს ამ წრის ფუნქციონირება იყოს
განუწყვეტელი და სკოლას პოეზიის მოყვარულთა სახით მუდმივად ჰყავდეს ჯგუფი,რომელიც მსგავსი საქმიანობით
იქნება დაკავებული,რაც საწინდარი იქნება მომავალი თაობის სწორად განათლება-განვითრებისათვის და მათ ღირსეულ
პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის.
,,პოეზიის მოყვარულთა“ საწრეო მუშაობის ამსახველი გეგმა:
შეხვედრები მიმდინარეობს
კვირაში ერთხელ, ერთი საათით.
წრის ხელმძღვანელი- დიანა ბერიძე. 2018 წელი.
N
|
აქტივობები
|
სავარაუდო დრო
|
შენიშვნები
|
1.
|
,,პოეზიის მოყვარულთა“ წრეში გაწევრიანების მსურველთა შერჩევა-შეკრება.
|
იანვარი(20-31)
|
|
2.
|
,,პოეზიის მოყვარულთა“
მიერ საკუთარი ნამუშევრების შეგროვება და თავმოყრა.
|
თებერვალი(1-9)
|
|
3.
|
,,პოეზიის მოყვარულთა“
პირველი შეხვედრა და საკუთარი ნამუშევრების წაკითხვა-გაცნობა.
|
თებერვალი ( 12-16)
|
|
4.
|
,,პოეზიის მოყვარულთა“
მორიგი შეხვედრა და საკუთარი ნამუშევრების განხილვა.
|
თებერვალი(19-23)
|
|
5.
|
,,პოეზიის მოყვარულთა“ შეხვედრა და
ლექსის რითმებზე,რიტმზე მსჯელობა,განხილვა,გაანალიზება.
|
თებერვალი(26-28)
|
|
6.
|
,,პოეზიის მოყვარულთა“
მომდევნო შეხვედრა და სასურველი,საყვარელი პოეტების შემოქმედებიდან ლექსების,მინიატურების
მხატვრული კითხვა და რითმებზე დაკვირვება.
|
მარტი (13-16)
|
|
7.
8.
|
საკუთარი და საყვარელი
მწერლების,პოეტების ტექსტების ჯგუფში მხატვრული კითხვა.
გამოჩენილ მწერალთა
და პოეტთა,მსახიობთა მიერ წაკითხული ჩანაწერების მოსმენა და ანალიზი.
|
მარტი(19-23)
მარტი(27-30)
|
|
9.
|
პრეზენტაცია-
საპატიო სტუმრის
მოპატიჟება და პოეზიის საღამოს გამართვა ბიბლიოთეკის დარბაზში.(სტუმარი და მასპინძლები
წაიკითხავენ საკუთარ,თუ საყვარელი მწერილისა და პოეტის შემოქმედებიდან ლექსებს,ამონარიდებს,რაც
გაალამაზებს ერთ ჩვეულებრივ დღეს.
|
აპრილის ბოლო კვირაში
|
|
10.
|
ეტაპობრივად შევაგროვებთ
საუკეთესო ნამუშევრებს და ავკინძავთ ერთ ,,უბის წიგნაკად“,რომელიც მომდევნო ნაბიჯი
იქნება ჩვენი პირველი ნაბიჯებისა,რომელსაც ვუწოდეთ, ,,ჩვენ გვიყვარს პოეზია“
|
მთელი სემესტრის
განმავლობაში
|
|
No comments:
Post a Comment