სასწავლო რესურსები

Thursday, 6 February 2014

2012-2013წელი. წლიური ანგარიში



         VII-ა კლასის ხელმძღვანელის წლიური ანგარიში
                   2012-2013  სასწავლო წელი

     2012 სასწავლო წლის დასაწყისში VII-ა კლასში სიით ირიცხებოდა 23 მოსწავლე.მოსწავლეთა მოძრაობას ადგილი არ ჰქონია.წლის ბოლოსათვის კლასში კვლავ 23 ,მათ შორის ორი სსსმ მოსწავლეა.
      სასწავლო წლის განმავლობაში სულ გაცდენილია                საათი, საპატიო მიზეზით,კი                   საათი. ოცდასამივე მოსწავლე თითოეულ საგანში შეფასდა შესაბამისი ქულით,მხოლოდ ხუთ მოსწავლეს გამოჰყვა საშემოდგომო მათემატიკაში.წარმატებული შედეგები აქვს ორ მოსწავლეს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ვხელმძღვანელობდი სსსმ მოსწავლეებთან და მათი აკადემიური მოსწრებაც  პროგრესულია წინა წლებთან შედარებით.
    სასწავლო წლის დასაწყისშივე ,მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გავაცანი მოსწავლეთა ქცევის კოდექსი,მათი უფლება მოვალეობანი. ერთობლივად შევიმუშავეთ შიდა საკლასო შინაგანაწესი, შევადგინე წლიური სამუშაო გეგმა.მშობლებთნ შევათანხმე მშობელთა კრების სავარაუდო განრიგი. ვისაუბრეთ იმ მოსალოდნელი სირთულეების შესახებ,რაც სასწავლო პროცესში გვხვდება და ავირჩიეთ მსგავსი მპრობლემების გადაჭრის უახლოესი გზები.
     შევათანხმეთ და შევარჩიეთ კლასის საათის ჩატარების დღე და სამომავლოდ განსახილველი თემები:,, მე და ჩემი სკოლა", ,,მინდა ვიყო სამაგალითო", ,, მამული-ენა-სარწმუნოება",ეს ჩვენი მრწამსია",  ,,ტოლერანტობა__ საუკეთესო თვისება ადამიანთა მოდგმაში" ...  და კიდევ ბევრი საინტერესო,სახალისო და შემეცნებითი თემა  დასახელდა.   მოსწავლეებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს კლასის ორგანიზატორი. ჩამოვაყალიბეთ  მორიგეობის სია და  შევთანხმდით დანარჩენ საორგანიზაციო საკითხებზე.
         მთელი წლის განმავლობაში VII ა კლასის თითოეული მოსწავლე გამოირჩეოდა  აქტიურობით. იყვნენ ცელქები და ონავრები, ამავდროს მონდომებული და ინტერესიანებიც სხვადასხვა საკითხებში. რამდენიმე ბავშვი ჩართული იყო სპორტულ ღონისძიებებში და შედეგებიც წარმატებული ჰქონდა თ,გახდნენ ფინალისტები ფეხბურთში. ბიჭების უმრავლესობას უყვარს და ხელეწიფება  ხეზე კვეთა. ერთ-ერთმა მისწავლემ__ შოთა ხიხალაშვილმა ხეზე ამოკვეთა კლასის ლოგო,რომელიც კლსის ერთობის და შეკრულობის სიმბოლოა. სხვებმა,ჯელტმენური თავაზიანობის ნიშნად კლასელ გოგონებს  თავიანთი ხელით გამოკვეთილი სამკაულები უსახსოვრეს.
       რუსული ენის მასწავლებელმა_ ოლგა დმიტრევნამ იანვრის  თვეში ჩაატარა,ღონისძიება_,,                                              "   სადაც კლასის თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
       მუდმივად სარგებლობნენ  სკოლისა,თუ ცენტრალური ბიბლიოთეკებით.ერთობლივად დავესწარით არაერთ სპექტაკლს,სადაც თითოეული მოსწავლე ნათლად ავლენდა  საკუთარ დამოკიდებულებასა და შინაგან კულტურას თეატრისადმი,როგორც სულიერ საზრდოსადმი.მომდევნო დღეები კი   ყოველთვის იტვირთებოდა  საინტერესო მსჯელობებითა და შინაარსიანი დისკუსიებით ნანხი სპექტაკლის ირგვლივ.
       დეკემბრის მიწურულს,მოვაწყვეთ საახალწლო კარნავალი. ბავშვებმა სხვადასხვა კოსტიუმებში გამოწყობილებმა განასახიერეს სხვადასხვა მულტფილმისა თუ ნაწარმოების პერსონაჟები,იმღერეს და იცეკვეს. ჟიურის მიერ, თითქმის ყველა მონაწილეს გადაეცა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა  სიმბოლური,სამახსოვრო საჩუქრები.
    ჩვენ მიერ განხორციელებულმა ყველა ღონისძიებამ მათი მოტივაცია აამაღლა,გააღვივა მეგობრობა და სიყვარული ერთმანეთში, თანადგომა და ურთიერთპატივისცემა მშობლების,მასწავლებლების და კლასის ხელმძღვანელის მიმართ.
      საჭიროების შემთხვევაში მუდმივად ვატარებდი მშობელთა კრებებს, მქონდა ინდივიდუალური საუბრები მშობლებთან,თუ მოსწავლეებთან.აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის გაუმჯობესების მიზნით, შევქმენით დაფა,სახელწოდებით ,,გვაფასებენ მასწავლებლები", ინდივიდუალური ჯიბეებითა და შესაბამისი ბარათებით.ამის საშუალებით თითოეული საგნის მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას,ან დასასრულს განათავსებდა შესაბამის ბარათს კონკრეტული მოსწავლის  კონვერტ-ჯიბეში, მოსწავლეები მუდმივად მზადყოფნაში იყვნენ და  ცდილობდნენ სასურველი ბარათი(მწვანე) ეხილათ პირად ჯიბეში.
      VII  ა კლასის  მოსწავლეები არიან                          ტოლერანტები,გამოირჩევიან განსაკუთრებული ზნეობრივ- ესთეტიკური ხედვით,მათ იციან თანადგომა და სიყვარული ისეთი ადამიანების მიმართ,როგორებიც არიან შშმ პირები. მათ კლასში უკვე მესამე წელია,რაც ინკლუზიური განათლებაა დანერგილი.  თითოეულმა მოსწავლემ იცის  ამ საკითხის ირგვლივ ყველაფერი,ყველა ეცდება გაითვალისწინოს  ყოველივე რაც  შშმ მოსწავლეებთან ურთიერთობაში შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარეა,რომ ელენე და მარი პროგრესულ ცვლილებებს განიცდიან ყოველდღიურად. კლასელების თანადგომამ და სიყვარულმა ,ორივეს  თავი  აგრძნობინა საზოგადოების  სრულუფლებიან წევრებად,რაც მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანია თავის დამკვიდრებისთვის. ელენე და მარი აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო,თუ საკლასო ღონისძიებებში. იყვნენ ექსურსიაზეც და ლაშქრობაზეც.
      ამის ნათელი მაგალითი იყო სასკოლო პროექტი,  ,, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად!!!".რომელზეც სამი კვირა ვიმუშავეთ  და ვცადეთ,ჩვენი ცოდნა  მიგვეწოდებინა და ფართო მასებამდე მიგვეტანა  ინფორმაცია ინკლუზიური განათლების შესახებ.
      ყველა,ამ აქტივობამ შედეგი გამოიღო და აშკარაა სასიკეთო ცვლილებები მეშვიდე კლასის მოსწავლეებში. მათ  უკვე შეუძლიათ საღად მსჯელობა,აზროვნება.იციან საკლასო და არამარტო საკლასო ოთახში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობა.არიან პასუხისმგებლიანნი და ორგანიზებულნი.გააჩნიათ ეროვნულ- პატრიოტული,ისტორიული,რელიგიური ხედვა.არიან  შემოქმედებითები. სწორად მსჯელობენ თაობათა ურთიერთობებზე.არიან ოჯახური ტრადიციის დამცველნი.
   ეს ყველაფერი, მათი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი და სასიკეთო წინაპირობაა.


No comments:

Post a Comment

გაზიარება