სასწავლო რესურსები

Thursday, 6 February 2014

შეფასების კრიტერიუმები



შეფასების კრიტერიუმები
1.ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  კათედრა

1 ქულა
მოსწავლე ესწრება გაკვეთილებს, მაგარამ არასდროს მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში. არ ასრულებს საშინაო დავალებებს, მეტყველებს გაუგებრად, უშვებს ენობრივ შეცდომებს.
2 ქულა
მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, დავალებებს ასრულებს უყურადღებოდ, უჭირს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, ლექსიკა არაადეკვატურია. უჭირს გამართულად წერა.
3 ქულა
მოსწავლე ჩართულია გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ არ შეუძლია დამოუკიდებლად მსჯელობა, დავალებებს ასრულებს ნაწილობრივ, მეტყველებს მწირი ლექსიკით. ნაწერი არ არის ორგანიზებული და არ შეესაბამება თემას.
4 ქულა
მოსწავლე ცდილობს იყოს აქტიური, თუმცა მსჯელობა არ არის თანამიმდეული და გამყარებული ტექსტით. წერითი დავალება არ ესადაგება მასწავლებლის მიერ მოცემული ინსტრუქციას.
5 ქულა
მოსწავლე ჩართულია გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ უჭირს დისკუსიებში მონაწილეობა, არგუმენტები არადამაჯერებელია. შეცდომით ასრულებს წერით დავალებებს.
6 ქულა
მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება საგაკვეთილო პტოცესში, მონაწილეობს  დისკუსიებში, მეტყველებს სწორად, თუმცა ღარიბია ლექსიკა. წერითი დავალებებს ასრულებს მცირეოდენი შეცდომებით (4-5 შეცდომა)
7 ქულა
გაკვეთილის მსვლელობაში მონაწილეობს აქტიურად, ამჟღავნებს  წინასწარ მომზადებულობას. მოსაზრებები და არგუმენტები ძირითადად შეესაბამება საკითხს, მაგრამ უჭირს დასკვნების გაკეთება. შეცდომები აქვს ლექსიკასა და წერით დავალებაში.
8 ქულა
დამოუკიდებლად ერთვება ჯგუფურ მუშაობებსა და დისკუსიებში. შესრულებული დავალებები ესადაგება  მასწავლებლის მოთხოვნებს. მეტყველებს გამართულად, მსჯელობს ლოგიკურად, თუმცა  ზოგჯერ არგუმენტი და დასკვა არადამაჯერებელია. წერით დავალებებში უშვებს 1 -2 შეცდომას.
9 ქულა
მუდმივად მზადაა გაკვეთილისათვის, დავალებებს ყოველთვის  ხარისხიანად  ასრულებს. საუბრობს და მსჯელობს ენის ნორ,ების დაცვით. აქვს მდიდარი ლექსიკა ნაწერი კარგად არის ორგანიზებული.
10 ქულა
მუდმივად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. დავალებებს ასრულებს  მონდომებით და უშეცდომოდ. მსჯელობს არგუმენტირებულად, აკეთებს  ლოგიკურ დასკვნებს, ლექსიკა მდიდარი და დახვეწილია, ნაწერი შესრულებულია უშეცდომოდ. აქტიურად ,მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში. კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი კლასგარეშე აქტივობებში.

No comments:

Post a Comment

გაზიარება