სასწავლო რესურსები

Thursday, 6 February 2014

პროექტის სახელწოდება:,,ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად!!!" პროექტის მიზნები:საზოგადოების დაინტერესება და ტაბუ დადებული თემის წინა პლანზე წამოწევა,არასწორი შეხედულებების უკუგდება და სწორის დამკვიდრება,რომ ჩვენ ყველა ღვთის შვილები ვართ,თანასწორნი და თანაბარუფლებიანნი. მოსწავლეებში ზნეობრიობისა და ჰუმანურობის ამაღლება.ტოლერანტობა,მარადიული ფასეულობების გაღრმავება. შშმ მოსწავლეებში თავდაჯერებულობისა და ,,მე"-ს დამკვიდრება(შენ შეგიძლია ეს!), თვითშეფასების ამაღლება თითოეულ მათგანში, კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება,რელიგიისა და სამოქალაქო განათლების საკითხების დეტალურად გაცნობა-გააზრება. პროექტის აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზნებსა და ამოცანებს,დაიყოფიან ჯგუფებად.პირველი ჯგუფი შეაგროვებს ინფორმაციას და დაამზადებს ბუკლეტებს,რომელიც დაინტერესებულ პირებს მიაწვდის მოკლე ინფორმაციას ინკლუზიური განათლებისა და მისი მიდგომების შესახებ,იქვე გათვალისწინებული იქნება რამდენიმე რჩევა და ეტიკეტი, შშმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ამ ბუკლეტებს დაარიგებენ სკოლისა და დაბის მასშტაბით. მეორე ჯგუფი აიღებს ინტერვიუებს მასწავლებლებისგან,მოსწავლეებისგან და დაბის მაცხოვრებლებისგან(კითხვებით,რას ფიქრობენ და როგორ ესმით ინკლუზიური განათლება.სმენიათ თუ არა,შშმ მოსწავლეების,ან სსსმ პიროვნებების შესახებ,იციან თუ არა,მათთან ურთიერთობების სწორი მეთოდები და ა.შ.) მოსწავლეები მოირგებენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების როლს. მესამე ჟგუფი შეაგროვებს ფოტოებს და შექმნის სლაიდ შოუს. ჩაწერენ პროექტის პრეზენტაციის ვიდეო მასალას და განათავსებენ ვებ-გვერდზე.  მონაწილეთა ასაკი: 12-13 წ-მეშვიდე კლასი ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა. პროექტის შესაძლო აქტივობები:მუშაობა ჯგუფებში;წყვილებში(ოპერატორი-ჟურნალისტი);ინფორმაციის მოგროვება; ინტერვიუს ჩაწერა;ბუკლეტების დამზადება; სლაიდის შექმნა; პრეზენტაციის მომზადება;სსსმ მოსწავლეებთან თანამშრომლობა;ბლოგის შექმნა. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები,თუ მასწავლებლები,საზოგადოება გარკვეულწილად ინფორმირებული იქნება იმის შესახებ,თუ რას ითვალისწინებს ინკლუზიური განათლება. ყველა ხედავს და აღიქვამს მწარე რეალობას,ამჟღავნებს ხშირად გადაჭარბებულ მზრუნველობას,სიყვარულსა და თანაგრძნობას,რაც ყოვლად დაუშვებელია,რადგან მათ ჩვენგან არაფერი გადაჭარბებული და განსაკუთრებული არ ჭირდებათ,გარდა თანასწორობისა.ჩვენ მიერ გამოყენებული აქტივობებით კი შევეცდებით, საზოგადოების მცირე ნაწილს, მაინც, მივცეთ სწორი მიმართულება , შევცვალოთ მათი დამოკიდებულება შშმ ადამიანებთან.ვუგულვებელვყოთ ის მცდარი შეხედულებები,რაც სამწუხაროდ დღემდეა შემორჩენილი ჩვენს რეალობაში. სარგებელი სხვებისთვის: საზოგადოების ნაწილი შეიცვლის და გადააფასებს თავის შეხედულებებს,შშმ მოსწავლეების მშობლები იგრძნობენ ჩვენს თანადგომას.                                                          ე.ს.გ. შესაბამისობა/კავშირი: ქართ.VII.1.მოიძიებს,ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას(პლაკატს.სქემას,თვალსაჩინოებას) ქართ.VII.3.წარმოადგენს ზეპირი ინფორმაციის სხვადასხვა ვერსიას აუდიტორიის გათვალისწინებით. ქართ.VII.7.ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს(იდეას),განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისაგან,გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რაზიუმეს სახით(ზეპირად ან წერილობით). პროექტის ფასილიტატორის სახელი:დიანა ბერიძე.                                                                                                                           პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:diko4ber@gmail.com                                                                                                                           პროექტის პრეზენტაცია:პროექტზე აქტიურ მუშაობას შევაჯამებთ პრეზენტაციის სახით. თითოეული ჯგუფის წევრი წარმოგვიდგენს შესრულებულ დავალებას ფოტო-ვიდეო მასალის დართვით,მოგვაწვდიან და გაგვიზიარებენ მოძიებულ ინფორმაციას ზეპირი თუ ბუკლეტების სახით( თავად ელენე და მარი დაარიგებენ დამსწრე საზოგადოებაში ბუკლეტებს) დასასრულს, გაგვესაუბრება და გვიქადაგებს სასულიერო პირი,სამეურვეო საბჭოს ,ჩვენთვის, საპატიო წევრი-მამა აკაკი რევიშვილი. რამდენიმე სიტყვით, პრეზენტაციას შეაჯამებს და შეაფასებს,მულტიდისციპლინური გუნდის წარმომადგენელი და ინკლუზიური განათლების ტრენერები,თბილისის მასწავლებელთა სახლიდან.


პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: diko4ber.blogspot.com

No comments:

Post a Comment

გაზიარება